LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში დეპუტატ გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

119

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს. ქურდობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. როგორც შსს-ში განმარტავენ, აღნიშნულმა პირმა სამტრედიაში ქურდობის სხვა ფაქტიც ჩაიდინა.

“პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა – ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი. ბრალდებულებმა ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორი მოიპარეს.

სამართალდამცველებმა სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ ლ.ჭ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები