LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

6

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი – 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლოების პროექტის ფარგლებში დაიგება 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 8 სახიდე გადასასვლელი და 27 ხელოვნური ნაგებობა. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის აღნიშული მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის. პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული და უსაფრთხო გახდება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაიზრდება სატრანზიტო მიმოსვლა.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.