LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალი თანამედროვე ტექნოლოგიით შენდება

162

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა თანამედროვე PVD ტექნოლოგიით მიმდინარეობს.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, იმის გამო, რომ მონაკვეთი ჭარბწყლიანობით ხასიათდება, აღნიშნული ტექნოლოგიის მიხედვით, გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟები თავსდება, რაც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს. ამასთან, უწყების ინფორმაციით, PVD ტექნოლოგიის მეთოდი მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას შეამცირებს.

პროექტი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, რვა ხიდე-გადასასვლელის და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლის, ხელოვნური ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი გაივლის ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული  კომპანია “RoadBuilding ALTCOM” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 153 მილიონი ლარია.