Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სამთავრობო ქალაქის პროექტის შესწავლა დაწყებულია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთავრობო ქალაქის პროექტის შესწავლა დაწყებულია

96

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამთავრობო ქალაქის პროექტის შეწავლის პროცესი დაწყებულია.

მისი თქმით, პროექტის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი კონკრეტული დეტალები.

„შესწავლის პროცესი გვიჩვენებს, იმ შედეგებს, თუ როგორ, რამდენი და რამხელა უნდა იყოს ეს პროექტი. ამის შემდეგ გვეცოდინება კონკრეტული დეტალები: რომელი სამინისტროები და როგორ განთავსდება სამთავრობო ქალაქში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

სამთავრობო ქალაქი თბილისში

მთავრობის ინიციატივა ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, სამინისტროების ძირითადი ნაწილის ერთ სივრცეში განთავსებას გულისხმობს.

ენერგოეფექტური შენობები, ხარჯების ოპტიმიზაცია, ეკონომიკურად მომგებიანი ფართების გამონთავისუფლება ქალაქის ცენტრში და მოქალაქეებისთვის მომსახურების გამარტივება – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომლითაც მთავრობა სამთავრობო კლასტერის შექმნის ინიციატივას ხსნის.

ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობა, ორთაჭალაში, ე.წ. ”ბიზნესის სახლის” მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაახმოვანა.

”ორთაჭალაში ე.წ. ბიზნესის სახლის მიმდებარედ გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო ერთ სივრცეში განთავსდება, ერთეული სამინისტროების გარდა, რაც როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის მომსახურების გამარტივებას უზრუნველყოფს” – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა.

სამთავრობო ქალაქის აშენების შემდეგ, მთავრობა ძველი შენობების პრივატიზებას გეგმავს.