კომპანია Samsung-მა ვარდისფერი Galaxy S7 გამოუშვა. ახალ დივაისს არ აქვს პრიალა ეფექტი, რომელიც Pink Gold-ის ვერსიისთვის არის დამახასიათებელი.
ახალ მოდელს 32 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს. ამ მომენტისთვის ასეთი შეფერილობის მქონე სმარტფონი მხოლოდ სამხრეთ კორეაშია ხელმისაწვდომი. ჯერ-ჯერობით უცნობია, გასცდება თუ არა ის ქვეყნის საზღვრებს.