დენის მილოსესკიმ, რომელიც კომპანია „სამსუნგის“ მენეჯერია დიზაინის დარგში, საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ახალი საათის, Samsung Gear S2-ის დასრულებული ვარიანტის ფოტო გამოაქვეყნა. საათი ჯერ კიდევ არ არის გაყიდვაში და მის შესახებ კომპანია ჯერ არანაირ კომენტარს არ აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს „სამსუნგმა“ საკმაოდ მოულოდნელად წარმოადგინა საათის სამუშაო ვერსია. წარმოდგენილი დეტალებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინამორბედი Gear S-ისგან განსხვავებული და უფრო თანამედროვე იქნება. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ ახალი საათი Samsung Gear S2 ოფიციალურად მომდევნო თქვეში, გამოფენა IFA2015-ზე იქნება წარმოდგენილი.