Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
Samsung Galaxy Z Flip5 და Z Fold5: ახალი სამყარო გაიხსნა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy Z Flip5 და Z Fold5: ახალი სამყარო გაიხსნა

502
800X450

Samsung Electronics-მა 26 ივლისს ახალი, მეხუთე თაობის დასაკეცი მოწყობილობები Galaxy Z Flip5 და Z Fold5 წარადგინა. ინდუსტრიისათვის წამყვანი და გამორჩეული ფორმის ფაქტორით, ეს მოწყობილობები გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას. თავისი კომპაქტური დიზაინით, პერსონალიზაციის შესაძლებლობითა და მძლავრი მახასიათებლებით ეს სმარტფონები უდავოდ გამორჩეულია მსოფლიო ბაზარზე.

განახლებული Flex Hinge მომხმარებელს ახალ, ესთეტიკურად გაუმჯობესებულ და მეტად დაბალანსებულ გამოცდილებას სთავაზობს. ამ დასაკეცი მოწყობილობების უნიკალური FlexCam კი კამერის შეუდარებელ შესაძლებლობებს იძლევა, რათა შესაძლებელი გახდეს ფოტოებისა და ვიდეოების შემოქმედებითი კუთხით გადაღება. ძლიერი წარმადობითა და უახლესი, ოპტიმიზებული ელემენტით, Samsung Galaxy Z სერია სმარტფონების საუკეთესო შესაძლებლობებს ხსნის.

„სამსუნგი დასაკეცი მოწყობილობებით სტანდარტების დაყენებისა და გამოცდილების გამუდმებით დახვეწით, რევოლუციას ახდენს მობილურ ინდუსტრიაში,“ – განაცხადა TM Roh-მ, პრეზიდენტმა და Mobile eXperience Business-ის ხელმძღვანელმა Samsung Electronics-ში. „ყოველდღიურად, უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ჩვენს დასაკეც სმარტფონებს, რადგან ისინი სთავაზობენ სწორედ იმ გამოცდილებას, რომელიც ხალხს სურს და სხვა მოწყობილობაზე ვერ იღებენ. Galaxy Z Flip5 და Galaxy Z Fold5 არის უახლესი მოწყობილობები, რომლებიც ადასტურებენ ჩვენს ერთგულებას, დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით.“

ინოვაციების ერთგულებითა და დასაკეც ეკრანიანი მოწყობილობების პოტენციალის მტკიცე რწმენით,  Samsung Electronics მუდმივად აუმჯობესებს Galaxy Z სერიის ხაზს. Galaxy Z Flip5-ის ახალ, Flex Window-ზე კონტენტის შექმნიდან დაწყებული – Galaxy Z Fold5-ზე უწყვეტი, მრავალამოცანის შესრულებამდე, Galaxy Z სერია აკმაყოფილებს და აღემატება დღევანდელი მომხმარებლების ინდივიდუალურ და  განსაკუთრებულ საჭიროებებს.

ახალი Galaxy Z Flip5 და Z Fold5 სამსუნგის საქართველოს ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში მალე გაიყიდება. თვალი ადევნეთ სამსუნგის ოფიციალურ ვებგვერდს Samsung.com/ge , რათა არ გამოგრჩეთ სპეციალური შეთავაზებები.

 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები