Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სამშენებლო მასალებზე ფასები 25%-მდე არის გაზრდილი, ეს უძრავი ქონების ღირებულებაზეც აისახა – ილია წულაია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო მასალებზე ფასები 25%-მდე არის გაზრდილი, ეს უძრავი ქონების ღირებულებაზეც აისახა – ილია წულაია

88
584915543c8e9

საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა მაინც მაღალია – საკითხზე ჟურნალისტებთან კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. ილია წულაიას განცხადებით, უძრავი ქონების ღირებულება 10-15%-ით არის გაზრდილი, მიზეზი კი მაღალი ინფლაციაა.

„მშენებლობის ღირებულება გაზრდილია, რაც მსოფლიო მასშტაბით მაღალი ინფლაციით არის განპირობებული. სამშენებლო მასალებზე ფასები 25%-მდე არის გაზრდილი, ეს უძრავი ქონების ღირებულებაზეც აისახა და 10-15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მოთხოვნას, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველი ორი თვე მოთხოვნა შემცირებული იყო, თუმცა აღდგა და ახლა შესაბამის ტემპში იყიდება. ეკონომიკა იზრდება და შესაბამისად, უძრავ ქონებაზეც მოთხოვნა იზრდება“, – განმარტა ილია წულაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები