LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო მასალების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება

108

თავრობა სამშენებლო მასალის ხარისხთან დაკავშირებულ ნორმებს დაადგენს და ამასთან დაკავშირებით შესაბამის დადგენილებას მიიღებს.

“სამშენებლო კოდექსის მიღების შემდეგ, მთავრობამ უნდა დაამუშაოს რეგლამენტი, რომელიც მოაწესრიგებს სამშენებლო მასალის ხარისხს და დაადგენს მოთხოვნებს სამშენებლო ხარისხის მიმართ. მეორეს მხრივ, დაადგენს მოთხოვნებს თუ როგორ უნდა მოხდეს სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსება. როგორც კი პარლამენტი კოდექსს მიიღებს, რამდენიმე თვეში მთავრობა შესაბამის რეგლამენტებს მიიღებს“, -განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ.

ქავთარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პროექტი წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები