LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსახურში ბიულეტენის ნაცვლად შეგიძლიათ PCR ტესტის დადებითი პასუხი წარადგინოთ

224
fortuna.ge (64)

ასიმპტომურ და მსუბუქ კოვიდპაციენტებს, შესაძლებლობა აქვთ, სამსახურში საავადმყოფო ფურცლის, ანუ ბიულეტენის ნაცვლად სწრაფი ან PCR ტესტის დადებითი პასუხი წარადგინონ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად, შესაძლებელია ტესტის დადებითი პასუხი წარადგინონ იმ ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით.

აღნიშნული ცნობის მიღება, პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება);

ცნობის ამობეჭდვა, ასევე, შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც.

“მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის, შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი – 7”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გამონაკლისს წარმოადგენენ ისეთი სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების თანამშრომლები, როგორებიც არიან სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროებისა და მათი სისტემების, პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები –  ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასთან, არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს.

უწყების ინფორმაციით, ცვლილება უკვე ამოქმედდა და ნებისმიერ, კერძო, თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები