LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსახურის გასაუბრება გაქვთ? – მაშინ ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ

48
Shot of a young man and woman meeting with a financial planner in a modern office

ახალი სამსახურის ძიებაში ხართ და წინ მნიშვნელოვანი ინტერვიუ გელით? მაშინ დარწმუნდით, რომ გასაუბრებისთვის კარგად მოემზადებით და მომავალ დამსაქმებელზე საუკეთესო შთაბეჭდილებას დატოვებთ.

1. შეისწავლე ყველაფერი ამ კომპანიისა და ზოგადად ინდუსტრიის შესახებ.

ინტერვიუზე შესაძლოა კომპანიის შესახებ იყოს კითხვები, ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ თუ სად იწყებთ მუშაობას.

2. მიზეზები თუ რატომ გსურს ეს სამსახური
3-5 ზუსტი მიზეზი უნდა იცოდეთ, თუ რატომ გსურთ ეს სამსახური, სასურველია ეს მიზეზები იმაზე მიუთითებდეს რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატი ხართ.

3. ზოგადი კითხვები
არსებობს რამდენიმე ზოგადი კითხვა, რომელსაც თითქმის ყველა ინტერვიუზე მოისმენთ. ამიტომ მზად უნდა იყოთ.

4. პრაქტიკა, პრაქტიკა და პრაქტიკა.

ერთია მოამზადო პასუხები კითხვებზე და მეორე მათი წარმოთქმისას მქონე თავდაჯერებულობა. ამიტომ სახლში ბევრი ივარჯიშეთ.

5. წარმატება პირველ 5 წუთში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ინტერვიუერი პირველ შთაბეჭდილებას 5 წუთში აყალიბებს და დანარჩენ დროს ამ შთაბეჭდილების გამყარებას ანდომებს. ასე რომ გამოიყენეთ მთელი თქვენი მომხიბვლელობა, რათა პირველი 5 წუთი ყველაზე გამორჩეული იყოს.

6. მზად იყავი მიუღებელი კითხვებისთვისაც
კითხვები წარმომავლობაზე, ასაკზე, სქესზე, რელიგიაზე, ოჯახურ მდგომარეობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე ბევრ ქვეყანაში კანონდარღვევაა, თუმცა თქვენ მაინც მზად უნდა იყოთ პასუხების გასაცემად.

7. იფიქრე პოზიტიურად

არავის მოსწონს ნეგატიური ადამიანები, ამიტომ ინტერვიუს დროს მხოლოდ დადებითი ვაიბები უნდა გქონდეთ. მაშინაც კი როცა გკითხავენ, თუ რა არ მოგწონდა წინა სამსახურში, პასუხი მაქსიმალურად კორექტული და დადებითი უნდა იყოს.

8. სხეულის ენა

ჩაიცვით ინტერვიუს შესაბამისად და შეეცადეთ მთელი თქვენი სხეულით მხოლოდ თავდაჯერებული ჟესტები აჩვენოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები