LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიას ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა – ყაზახურ საფეხბურთო კლუბს სხვა კომპანია ჩამოიყვანს

118
airplane-770x513

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაკომპანია სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაში იმყოფება.

მათი ცნობით, საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ საქართველოში ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines” ჩამოიყვანს.

„საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა. ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines”, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.