LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამომხმარებლო ტარიფი პირველი იანვრიდან ახალი მოცემულობით ამოქმედდება – სემეკი

201702211020571326717090

„სამომხმარებლო ტარიფი პირველი იანვრიდან ახალი მოცემულობით ამოქმედდება,“ – ამის შესახებ სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ განაცხადა.

ამ წუთებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფებზე მსჯელობენ. გივი სანიკიძის ინფორმაციით, ახალი ტარიფი 2019 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. ცვლილება მილიონამდე აბონენტს შეეხება.

“სამომხმარებლო ტარიფი შედგება მრავალი კომპონენტისგან. კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ყველა კომპონენტის ნაწილში იქნა გაანალიზებული. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოსაზრებას თითოეულ კომპანიასთან მიმართებაში კომისიის სხდომაზე, მაგრამ ერთია აპარატის მოსაზრება, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდბენ კომპანიები და მსჯელობის შედეგად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამომხმარებლო ტარიფი პირველი იანვრიდან ახალი მოცემულობით ამოქმედდება. დღეს მოქმედი ტარიფის ვადა იწურება მიმდინარე წლის ბოლოსთვის. შესაბამისად, იმ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე, რომელიც გაანალიზდა და რომელიც კომისიის აპარატის პროექტით გათვალისწინებული უნდა იქნეს ტარიფში, ბუნებრივია, ცვლილებები იქნება. თუ როგორი ცვლილება იქნება, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია,“ – განაცხადა გივი სანიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები