დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ხელმძღვანელმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც 2019 წელი და რეგიონში განვითარებული მოვლენები შეაჯამა. ოლეგ შირანმა მთავარ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისუბრა, სადაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი დრო საქართველოს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებსა და მისთვის “არასასურველი მეზობლის” მიერ პროვოკაციებზე ცხინვალის რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.
”სასაზღვრო კრიზისის მოგვარებისას, ჩვენი სასაზღვრო სამსახურის ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ამ ვითარებაში ჩვენ შევძელით ასიმეტრიული რეაგირების აღმოჩენა საფრთხის შესახებ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა, კომიტეტის მიერ შემუშავებული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც დამტკიცდა პრეზიდენტის მიერ, აღადგინა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ნაწილი და უზრუნველყო ამ რეგიონში მცხოვრები რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოება. ამავე დროს, ჩვენმა მოქმედებებმა მოგვცა საშუალება, რომ უმთავრესი მიმართულებით დაგვეპყრო დომინანტური სიმაღლეები”, – განაცხადა КГБ-ის უფროსმა.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობა – უცხო ქვეყნის აგენტებისა და დაზვერვის საპირისპიროდ, ეფექტურად მუშაობს და კვლავ გაგრძელდება. ის მოგვიანებით “ბევრი გამარჯვების” აღნიშვნასაც გეგმავს.
”რა თქმა უნდა, უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურები ინტერესდებიან რესპუბლიკაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით. მათი მისწრაფებების ობიექტია ის ადამიანები, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე. მთავარი, ასე ვთქვათ, ოპერატორები ჩვენს რეგიონში, დივერსიული მოქმედებებისა და დაზვერვის თვალსაზრისით, არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს სადაზვერვო სამსახური. ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოს საქმიანობის მიღწევებს ყველა სფეროში. კომიტეტის ამოცანაა გამოავლინოს, ჩაახშოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა”, – ამბობს უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი.
შირანის თქმით, არსებობს როგორც საგარეო, ასევე საგარეო საშიშროება, რომელიც უკავშირდება ე.წ. რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსს და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სისტემის განვითარების პროცესებს.
სამხრეთ ოსეთში თავშესაფარს აშენებენ – რისთვის ემზადება დე ფაქტო მთავრობა
”საგარეო სფეროში მთავარი საფრთხე მეზობელი სახელმწიფო – საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილია. მათ არ სურთ აღიარონ ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტი. ოფიციალურმა თბილისმა უარი თქვა ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმებაზე – უარი ძალის გამოუყენებლობის ან გამოყენების საფრთხის შესახებ. შესაბამისად, იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის არარსებობის პირობებში, საქართველო აგრძელებს დაძაბულობის თემების ფორმირებას, მათ შორის ჩვენს საზღვრებზე, რაც ზიანს აყენებს როგორც სამხრეთ ოსეთს, ისე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს, რუსეთის ფედერაციას. ამჟამად საქართველოს სპეციალური სტრუქტურები ახორციელებენ სხვადასხვა ჰიბრიდულ სტრატეგიას. მათი მიზნებია შეტყობინებები სახელმწიფო სისტემის შეცვლის შესახებ და ჩვენი ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობები”, – აღნიშნა ოლეგ შირანმა.
ბრიფინგს მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო არხის სამი ჟურნალისტი, ერთი რუსული მედიასააგენტოს წარმომადგენელი და 5 КГБ-ის ოფიცერი ესწრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა