LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ოსეთი დაამტკიცებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არაკანონიერი და მცდარია – მურატ ჯიოევი

djioevi

,,სამხრეთ ოსეთი დაამტკიცებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არაკანონიერი და მცდარია” – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა. მისი თქმით, ამ სიაში მოხვედრილ პირებს არანაირი კავშირი არ აქვთ ტატუნაშვილის საქმესთან და მათი სიაში ჩასმა მათივე უფლებების უხეში დარღვევაა.

„ამ სიის შედგენა დემოკრატიული ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევაა და საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტურ ნაბიჯს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება ამ მცდარ დოკუმენტს აპიარებს, რის შედეგადაც მას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში,“ – განაცხადა მურატ ჯიოევმა.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია “მაგნიტკის სიაზე“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები