LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ამერიკის თასზე გამარჯვება „შაპეკოენსეს“ მიანიჭეს

90

კონმებოლი „შაპეკოენსეს“ სამხრეთ ამერიკის თასის გამარჯვებულად გამოაცხადებს.
კლუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ივან ტოცომ განაცხადა, რომ ჯილდოს საკითხი გადაწყვეტილია.
„კონმებოლმა დაადასტურა, რომ „შაპეკოენსე“ თასის გამარჯვებული გახდება. კლუბი საპრიზო 2 მილიონ დოლარს მიიღებს. ყველაფერი გადაწყვეტილია. არ ვიცი იქნება თუ არა დაჯილდოების ცერემონია.
ახლა ჩვენ ვიღებთ ყველა ფედერაციის მხარდაჭერას ფიფას ჩათვლით. განსაკუთრებით მადლიერები ვართ ქალაქის მოსახლეობის. „შაპეკოენსე“ გუნდის გარდაქმნას იწყებს. ხალხს ფეხბურთი ჭირდება, მათ უყვართ ფეხბურთი და ამიტომ ვერ გავჩერდებით“, – დაწერა ტოცოს ნათქვამი Goal.com-მა.
„შაპეკოენსე“ სამხრეთა ამერიკის თასის პირველ ფინალურ მატჩზე მიდიოდა, როდესაც თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
„შაპეკოენსეს“ მოწინააღმდეგემ „ატლეტიკო ნასიონალმა“ პირველმა შეთავაზა, რომ სამხრეთ ამერიკის თასი ბრაზილიური გუნდისთვის მიეკუთვნებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები