2019 წლიდან ლიბერტადორესის თასზე მხოლოდ ის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებთაც ქალთა ფილიალები ექნებათ.
კონმებოლში გენდერული თანასწორობის ახალი ხერხი მოიფიქრეს.
ლიბერტადორესის და სამხრეთამერიკის თასზე გუნდების დაშვების წესების შეცვლის ამბავი გადაწყვეტილია. O Tempo იუწყება, რომ მალე ამ ტურნირებზე მხოლოდ იმ გუნდებს დაუშვებენ, ვისაც ქალთა გუნდებიც ეყოლებათ.
ბრაზილიის სერია ა-ს 20 კლუბიდან მხოლოდ ხუთი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. Ole წერს, რომ არგენტინაში, ტოპ-კლუბების უმრავლესობამ (”რივერ პლეიტის” და ”ბოკა ხუნიორსის” ჩათვლით) უკვე შექმნეს ქალთა გუნდები.
წელს ლიბერტადორესის თასი კოლუმბიურმა ”ატლეტიკო ნასიონალმა” მოიგო. ამ კლუბს ყავს ქალთა გუნდი.