LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ამერიკა ევროპას იწვევს: კოპა ამერიკაა თუ ჩვეულებრივი მუნდიალი

91

კონმებოლს სურს კოპა ამერიკაზე ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და საფრანგეთი მიიწვიოს.

მალე სამხრეთ ამერიკაში ალტერნატიული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

კონმებოლი 2019 წელს ბრაზილიაში გასამართი კოპას მონაწილეთა რაოდენობის 12-დან 16 გუნდამდე გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ამასთან, მიწვევას ევროპის ოთხი ბობოლა მიიღებს: ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და საფრანგეთი.

გაფართოების საკითხს უახლოეს კვირებში მიხედავენ. ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოდ მოჩანს და დიდი ალბათობით ტურნირზე 12 გუნდი გამოვა მექსიკისა და აშშ-ს ჩათვლით.

ამერიკის თასზე ტრადიციულად 10 ნაკრები გამოდის კონმებოლის ზონიდან და ორიც მიწვეული გუნდი.

1993 წლიდან ტურნირზე რეგულარულად იწვევენ მექსიკას, რომელსაც ორჯერ ვერცხლის და სამჯერ ბრინჯაოს მედლები აქვს მოგებული.
არა ჩრდილო ამერიკიდან მიწვეული ერთადერთი გუნდი, 1999 წელს იაპონია გახდა.

2016 წელს საიუბილეო კოპაზე, როდესაც კონმებოლის ასი წლის იუბილე აღინიშნა, 16 გუნდი მონაწილეობდა. მიწვეულთა შორის იყვნენ: მექსიკა, აშშ (მეოთხე ადგილი), კოსტა-რიკა, ჰაიტი, პანამა და იამაიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები