LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მერსედესის ქვიშიდან ამოღება ვირებით სცადეს

50

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კონტრაბანდისტებს მერსედესი ქვიშაში გაეჭედათ. ავტომობილი პოლიციამ სწორედ ასე, ოთხ ვირთან ერთად ამომშრალი მდინარის, ლიმპოპოს კალაპოტში, ქვიშაში ჩაფლული აღმოაჩინა.

სავარაუდოდ, დამნაშავეებმა С-კლასის ქვიშიდან და ამოყვანა ვირების დახმარებით სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და ავტომობილი ცხოველებთან ერთად მიატოვეს. დამნაშავეებს ტრანსპორტის გადაყვანა ზიმბაბვეს საზღვარზე სურდათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონტრაბანდისტებს ქვეყნებს შორის ავტომობილების გადაყვანა სურდათ. დამნაშავეების დაკავება ვერ მოხერხდა.

გამოცემა The Herald წერს, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უკანონო მიგრაციასთან და საზღვარზე კონტრაბანდასთან ბრძოლა გამკაცრდა. აღნიშნული ფაქტის ჩათვლით, პოლიციამ შვიდ დღეში კიდევ ხუთი ავტომობილი აღმოაჩინა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურდათ.

The Herald აღნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან მოპარული ავტომობილების უმრავლესობა მალავასა და ტანზანიაში ხვდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები