LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ტურისტებისთვის დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა

31
Capture

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ტურისტებისთვის დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა, თანაც გამონაკლისების გარდა. შესაბამისი განცხადება მთავრობის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

მოგზაურები პსრ-ტესტის ან სხვა სამედიცინო დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ძალაში რჩება არის – ჩასვლისას სპეციალური ანკეტის შევსება.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გარდამტეხ მომენტამდე მიაღწია. შესაბამისად, შეზღუდვების გაუქმების დროც დადგა.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკას ყოველწლიურად ათასობით ტურისტი აკითხავს და კოვიდ-რეგულაციების გაუქმების შემდეგ მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად გაზრდას ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები