Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სამხრეთ აფრიკის მონაცემები აჩვენებს, რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი ომიკრონ შტამი – ზაზა წერეთელი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ აფრიკის მონაცემები აჩვენებს, რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი ომიკრონ შტამი – ზაზა წერეთელი

101
Untitled design - 2021-12-03T112458.817

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სტატისტიკას და მასზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერჯერობით ჰოსპიტალიზაციის ტემპი არ გაზრდილა.

„სამხრეთ აფრიკის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი ომიკრონ შტამი.

გრაფიკებზე შედარებულია შემთხვევების რაოდენობის და ტესტებში დადებითობის მაჩვენებლის მატების ტემპის, სხვადასხვა შტამების, მათ შორის დელტას გავრცელების დროს.

ამ მომენტისათვის როგორც ჩანს, ჰოსპიტალიზაციის ტემპი ჯერჯერობით არ გაზრდილა, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ან იმით რომ შემთხვევების დიდი ნაწილი ახალგაზრდებშია და არ მძიმდება. ან ვაქცინით და უკვე გადატანილი ინფექციით გამოწვეული იმუნიტეტის მუშაობით ახალი შტამის მიმართ.

უფრო ზუსტი ანალიზი გარკვეული დროის მერე გახდება შესაძლებელი“, – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები