სამხრეთ აფრიკა “ომიკრონის” საფრთხის დასასრულს ზეიმობს – რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანამ პიკი გადალახა.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კოვიდ-19-ის მეოთხე ტალღის პიკი გადალახა.
უახლესი მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, 29,7 პროცენტით შემცირდა.
პოზიტიური მონაცემების გამო კი, ღამის კომენდანტის საათი დაუყოვნებლივ გაუქმდა და შემსუბუქდა შეზღუდვები შეკრებებზე.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პანდემიამ ტრაექტორია შეიცვალა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლისა და ჯანდაცვის სექტორში არსებული შესაძლებლობების გაუმჯობესების გამო.