LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ – ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურაა და მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“ – თამთა მიქელაძე

189
თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე საგარეჯოში მომხდარ თავდასხმის ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ მთავარ კითხვებზე მიუთითებს, რომელიც მომხდარ დანაშაულზე უნდა დაისვას:

„მოდით საგარეჯოში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე დავსვათ მთავარი კითხვები:

  1. როგორია ყოფილი სამხედროების სოციალური დაცვის გარანტიები. რამდენია მათი პენსია და დასაქმების შესაძლებლობები?!
  2. როგორია ყოფილი სამხედროების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და მხარდაჭერის პროგრამები? ამ პროგრამების ხარისხი და მათში ჩართულობის შედეგები? რას აკეთებენ ამ მიმართულებით სახელმწიფო და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც საერთაშორისო მისიებში გზავნიან ამ ადამიანებს?
  3. რატომ ჰქონდა იარაღი ამ ადამიანს და ამას ვინ და როგორ აკონტროლებს და რატომ ვერ გააკონტროლეს ამ შემთხვევაში?
  4. ყოფილი სამხედროს მდგომარეობა და შესაძლო რისკები მასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ იდენტიფიცირებული თავდაცვის სამინისტროს და პოლიციას და რა კეთდებოდა ამის პრევენციისთვის?!

სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ. ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურა და რეალობაა. მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი და იქ სადაც ეს სისტემები მოშლილია, ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის და ცხადია, მათი ოჯახებისთვის, გარემოცვისთვის და თემისთვის.

„ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ, არასდროს ის არ ვაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა.. მუდმივი აქცენტი, რომ მსროლელი „ავღანეთის მისიაში მსახურობდა“ არასწორ აღქმას ნერგავს“ – ანდრო გოცირიძე 

„არაფერი ისეთი არ ხდებოდა „ამ ავღანეთში“ ისეთი, რაც ხდებოდა „იმ ავღანეთში“ 1978 წელს, თბილისში, სოხუმში, გაგრასა თუ ცხინვალის რეგიონში.“– წერს უსაფრთხოების ექსპერტი. 

სიტყვები არ მყოფნის აღვწერო იმ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების და პოლიციელის ოჯახებში რა ხდება. როგორი იყო მოკლული ადამიანების დაუცველობის განცდა დღევანდელ თავზარდამცავ ღამეს. დაჭრილ ადამიანებს გადარჩენას და გამოჯანმრთელების ვუსურვებ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს.“– წერს თამთა მიქელაძე facebook-ზე.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, საგარეჯოს რაიონში თავდასხმა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე:

საგარეჯოში სროლის დროს პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები