LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

133
Untitled design

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, ამჟამად, 18 თვით გადავადებისთვის 2 000 ლარია.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.

დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.

ცნობისათვის, „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები