LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი სუპერმარკეტში შევიდა და ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი – შემთხვევა აშშ-ში მოხდა

204
srola

სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, სუპერმარკეტში სროლას. „ესოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ქალაქ ბუფალოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევიდა და მომხმარებლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

მედიის ინფორმაციით, დამნაშავე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი მსხვერპლი ყოფილი პოლიციელია, რომელიც სუპერმარკეტში უსაფრთხოების თანამშრომლად მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები