LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისათვის არა უმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება

93

სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისათვის არა უმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა.
გასულ წელსაც სამხედრო ძალების რაოდენობა არა უმეტეს 37 000 კაცით იყო განსაზღვრული.
შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები