ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ირაკლი ოქრუაშვილის წარდგენილ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის არსებობის ფაქტი არ დაადასტურა.
აღნიშნულ ფაქტს ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ გუნდში საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურნენ.
პარტია ,,გამარჯვებული საქართველოს” წევრები ფაქტს “გაყალბებად” აფასებენ და ამბობენ, რომ ბრძოლას სხვა მეთოდებით გააგრძელებენ.
ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. მისი მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა.
კომპანიის დღევანდელი მფლობელი, ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.