LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე ჯაბაროვის განცხადებაზე: რუსები საერთოდ იტყუებიან

142
ნიკოლოზ სამხარაძე

„ეს არ მომხდარა. დიახ, რუსები, საერთოდ, იტყუებიან,“ – ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რითაც იგი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ჯაბაროვის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა.

აღნიშნული განცხადებით ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, იტყუება თუ არა ჯაბაროვი მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისას.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით თავად მიმართა. ჯაბაროვის განცხადებით, მიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა და საუბარი იყო რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისების აღდგენაზე.

მანვე აღნიშნა, რომ „რუსებსაც და საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებსაც გაუხარდებოდათ ასეთი შესაძლებლობა: პირველ რიგში, გამარტივდება ტურისტული მოგზაურობები, ხოლო შემდეგ უფრო ადვილად მოინახულებენ ახლობლებს.“

ამავე თემაზე:

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლაზე: „რუსეთის ფედერაციაში 800 ათასი ქართველი ცხოვრობს.. თუ ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება – ჩვენ მივესალმებით“

კალაძე: რუსეთი თუ პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს – სარჯველაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები