LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე: გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული – არც ერთს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა

150
დიტო სამხარაძე

„დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ“, – წერს Facebook-ზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე და ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული და ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.

როგორც სამხარაძე საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა:

„სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ.

დარღვევა რომ რამე ჰქონოდათ, არავინ შემოუშვებდა“. – წერს სამხარაძე და აღნიშნავს, რომ აღნიშნულზე პროტესტი „ნაცების საზიზღარი პროვოკაცია და რამდენიმე ათეული დაზომბებული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები