LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტრო UNICEF-თან ერთად სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს – კვების მიწოდების რა მოდელები განიხილება

187
ჩხენკელი კვება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან ერთად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს.

შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის ექსპერტებისა და სხვა პროფესიონალების ჩართულობით ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლებში სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით, მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ცნობისთვის, დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები