LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტრო: სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია

55
Untitled design (1)

13 მაისს, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ახლდება – განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია.

უწყების ინფორმაციით, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სწავლის დასაწყებად არაერთი ღონისძიება გატარდა:

◼  საქართველოს მასშტაბით განახლდა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტესტირება;

◼  შენობებს ჩაუტარდა დეზინფექცია;

◼  თბილისსა და რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია;

◼  საჯარო და კერძო სკოლებში სრულფასოვნად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია;

◼  თითოეული სკოლა აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით და გაძლიერებულია სკოლაში უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი.

“კოვიდინფიცირებულთა გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ. სწავლის განახლებასთან ერთად, სამინისტროს მხრიდან საზედამხედველო კონტროლი კვლავ გამკაცრდება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი.” – აცხადებენ სამინისტროში.

მოსწავლეების მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა:

“მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე – https://online.emis.ge

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები