Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„სამიდან ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, დაზიანებული აქვს თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი“ – გუგა ქაშიბაძე ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულებზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამიდან ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, დაზიანებული აქვს თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი“ – გუგა ქაშიბაძე ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულებზე

128
გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ორის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებული 4 ადამიანიდან, ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა“ – კახა ლაბუჩიძე

„ჩვენს კლინიკაში არის შემოსული სამი მამაკაცი. აფეთქების შედეგად მიღებული აქვთ სხვადასხვა სახის ტრავმები. ერთ-ერთი მათგანი, 59 წლის მამაკაცი არის მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში, დაზიანებული აქვს თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც ამ აფეთქებამ გამოიწვია. ორი მამაკაცი არის მოთავსებული ქირურგიულ განყოფილებაში, 30 და 39 წლის მამაკაცები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. რაც შეეხება 59 წლის მამაკაცს, გვაქვს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები, თუმცა მისი მდგომარეობა გამომდინარე ტრავმიდან, ამ წუთისათვის, არის თავიდან ბოლომდე სტაბილური“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

„გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე“ – შსს “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე

ვიდეო: ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა | ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები