LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი საუკეთესო მოსწავლე მოყოლილია მეწყერში.. ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი.. არ ვიცით მათი მდგომარეობა“ – ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან

4208
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეეთ­ში, სტი­ქი­ის ად­გილ­ზე ცოტა ხნის წინ სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი მი­ვიდ­ნენ.

მათი განცხადებით, ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სკო­ლა­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მი­წამ მო­ი­ყო­ლა. ერთ-ერთი პედაგოგი „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ მე­წყერ­ში სამი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლეა მო­ყო­ლი­ლი.

პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო

„ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. სამი მოს­წავ­ლე, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლე­ბი არი­ან. ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა არ ვი­ცით“ – ამ­ბო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

“საუკეთესო შვილები არიან” | მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები

“3 მოსწავლე იყო ჩვენი… საუკეთესო შვილები არიან” | მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024

ცნობისათვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.

რო­გორც ერთ-ერთი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, შემ­თხვე­ვა ღა­მით მოხ­და, გა­მოს­წრე­ბა ვე­რა­ვინ მო­ას­წრო. ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ სახ­ლში მამა და სამი შვი­ლია მო­ყო­ლი­ლი.

„ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, ვეძებთ 6 ადამიანს.. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა“ – რა ვითერებაა ბაღდათში

„ერთ სახლში მამა და სამი მცირეწლოვანი შვილია მოყოლილი.. სახლი მიწასთან არის გასწორებული“ – ადგილობრივები ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები