ჟოზე მოურინიომ ისტორიაში საუკეთესოებად მესი, პელე და მარადონა დაასახელა.
კრიშტიანო, ბოდიში.
”მანჩესტერ იუნაიტედის” ახალდანიშნულმა მწვრთნელმა სამი საუკეთესო ფეხბურთელი ჩამოთვალა, ვისაც კი ფეხბურთის ისტორია იცნობს. სიურპრიზი აღმოჩნდა ამ სამეულში კრიშტიანო რონალდოს არყოფნა, რომელთანაც ჟოზე სამი წელი მუშაობდა.
”ისტორიაში სამი საუკეთესო მოთამაშე არიან – მესი, პელე და მარადონა”, – დაწერა მოურინიოს მოსაზრება Daily Express-მა.
პორტუგალიელის განცხადებამ ინტერნეტი ააფეთქა, რადგან 2013 წელს განსაკუთრებული კაცი სხვანაირად ჭიჭკიკებდა: ”რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. შესაძლოა ყველა დროისაც კი. რამდენჯერმე მარადონაც მინახავს, პელეს ვერ მოვესწარი”.
მოურინიომ ”იუნაიტედი” მაისის ბოლოს ჩაიბარა.