LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად – ნანა ტატიშვილი

798
ნანა-ტატიშვილი

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ ითვლება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად აუტიზმის შემთხვევების რიცხვი რეკორდულად იზრდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება, აუტიზმის ამოცნობა ადრეულია ასაკიდან. ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა იმ 3 ნიშანზე ისაუბრა, რომელიც წლინახევრის ბავშვების მშობლებს ამ დიაგნოზის ამოცნობაში შეიძლება დაეხმაროს.

„ერთ-ერთი ნიშანი არის, როდესაც ბავშვი მისი სახელის დაძახებისას არ იხედება. მან მინიმუმ 10 დაძახებიდან, 6-7 ჯერ უნდა გამოგვხედოს.

მეორე არის ის, რომ ის არ იყენებს მისათითებლად საჩვენებელ თითს.

მესამე კი არის ის, რომ ჩვენს მითითებულ ადგილსა თუ ნივთზე, არ ატრიალებს თავს და არ რეაგირებს.

თუ შეამჩნიეთ, რომ ეს სამი ნიშანი აქვს, თუნდა  14 ან 18 თვის ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს“ – ამბობს ნანა ტატიშვილი.

„​ექვს წლამდე ასაკში თავის ტკივილი განგაშის საგანს წარმოადგენს“ – ნანა ტატიშვილი გვირჩევს, რას მივაქციოთ ყურადღება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები