ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს რადიოლოგიური კვლევის დასკვნა ორსულობის შესახებ. ექიმი ამბობს, რომ ეს ფიზიოლოგიურად მიღებული, ნანატრი ორსულობაა, თან სამი ნაყოფით:
„ჩემი სამუშაო ვიზიტით ბათუმი-ზუგდიდი-ფოთი სამ დღეში მოვიარე, ბევრი სასიხარულო ამბავი დამხვდა, მაგრამ ამ სამმა ტყუპმა, რომელთა დედა ზუგდიდის კლინიკა “თანაზიარში” მორიგ ვიზიტზე მობრძანდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა – სამი ნაყოფი და სამივეს გულისცემა არის! ღვთის მადლით, იმედია სამივეს გაგაცნობთ.
P. S. ცნობისთვის, ეს ინვიტროს შედეგი არაა, ფიზიოლოგიურად მიღწეული ნანატრი ორსულობაა.
გმადლობთ, რომ მენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას. თქვენი ექიმი – მანანა მგალობლიშვილი.“