LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი კოლეგა მეხანძრე მამა ერთსა და იმავე დღეს გახდა

41
Three-firefighters-at-Virginia-station-welcome-new-babies-within-24-hours (1)

აშშ-ში, ვირჯინიას შტატის მეხანძრეები მამები ერთ დღეს გახდნენ, თანაც სამივე კოლეგას შვილი ერთსა და იმავე საავადმყოფოში შეეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Upi ავრცელებს.

კაილ დინი, კაილ ფრედერიკი და მაიკლ ირვინი ბევრს ხუმრობდნენ იმაზე, რომ დიდი შანსი იყო მამები ერთ დღეს გამხდარიყვნენ.

საბოლოო ჯამში, მათი ხუმრობა ახდა. 24 საათის განმავლობაში სამივემ გაიგო, რომ შვილი შეეძინა და ერთმანეთს სამშობიარო განყოფილებაში გადაეყარნენ.

ამ ფაქტმა კოლეგები კიდევ უფრო მეტად გააბედნიერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები