ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სამ ფსიქიკურად დაავადებულ დედა-შვილს უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება და საზოგადოების დახმარება სჭირდება.
აკა სინჯიკაშვილის განცხადებით, დედა-შვილებს არ აქვთ აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც მათ ყოფას გაუსაძლისს ხდის.
„ამაზე ძნელი სანახავი ძაან ცოტა რამეა 😕
სამი ფსიქიკურად დაავადებული ერთ სახლში, დედა და ორი შვილი. ამ კედლებგაძარცვულ სახლში, სადაც ხშირად შიმშილი უწევთ.
სამივე მძიმედაა ავად და საერთოდ არაფერი არ აბადიათ. ერთადერთი საწოლიც მეზობელმა მისცა. ერთი ლუკმა საჭმელი არ ჰქონდათ სახლში, არც ნორმალური ტანსაცმელი, საერთოდ არაფერი 😕
სად სძინავთ, რომ ნახოთ, გული გაგისკდებათ 😭😭😭
ცხოვრობენ რეგიონში და ამათ ასე ვერაფრით ვერ დავტოვებთ.
მომეხმარეთ, ოდნავ ნორმალური პირობები შევუქმნათ და საჭმელი მაინც ჰქონდეთ ნორმალური.
ბავშვებს დავპირდი და მართლა გული მისკდება ამის ყურებისას 😭
თქვენი იმედი მაქვს რა, ორ დღეში უკან უნდა დავბრუნდე. ნივთები და ტანსაცმელი შეგიძლიათ მოიტანოთ ხვალ და ზეგ, ჩვენთან, მოხალისეების ცენტრში და ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
„თიბისი“ ბანკი #GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili.
#სიკეთე გადამდებია ❤️❤️❤️“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.