LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ფერის გემოვნებიანი შეხამება დედოფალ რანიას საქმიან კოსტიუმში (ფოტო)

146

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან მონარქად აღიარებული, იორდანიის დედოფალი რანია ამჯერად ამერიკაში იმყოფება. უამრავ საქველმოქმედო და სოციალურ პროექტში ჩართული მონარქი ხშირად სტუმრობს ამერიკას. ქვეყანაში ვიზიტის პირველ დღეს დედოფალი რანია ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც ტელეკომპანია CNN-ს ინტერვიუ მისცა.

თავისი სატელევიზიო გამოსვლისთვის 48 წლის დედოფალმა არჩევანი Alice and Olivia-ს ბრენდის ცისფერ კომბინეზონზე გააკეთა, რომელიც კლასიკურ პიჯაკთან და Gianvito Rossi-ს ფეხსაცმელთან შეახამა. ანსამბლს კი Bottega Veneta-ს ხელჩანთა ასრულებდა. მედიის ყურადღება მიიქცია სამი ფერის კომბინაციამ რანიას საქმიან კოსტიუმში. ფეხსაცმელი, ჩანთა და მასიური ქამარი ერთ ფერში იყო გადაწყვეტილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები