ტრაგიკულად გარდაცვლილი ტატა რევიშვილის დედა, თიკო ჩხეიძე, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას, მარიტა მეფარიშვილის დედის, ანა შოშიაშვილის პოსტს აზიარებს საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე. საქმე ისაა, რომ ვაკის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის პატარა და მოინათლა.
მარიტა მეფარიშვილის და გაქრისტიანდა – ნათლობის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება
„სამი ძვირფასი ადამიანი ერთად, დღეგრძელი და წარმატებული გოგო გაიზარდე, ჩვენო ტატა..“, – წერს თიკო ჩხეიძე.
თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ქალიშვილის, ტატას ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავმა წლების წინ მთელი ქვეყანა შეძრა. ისევე, როგორც მარიტა მეფარიშვილის შემთხვევამ. ტატაც და მარიტაც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ.
2022 წლის 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა.