LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ადგილი თბილისში, სადაც მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

16

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად სამი ლოკაცია დედაქალაქში დაინტერესებულ კერძო კომპანიებს  სიმბოლურ ფასად –  ერთ ლარად გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამივე ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი, ხოლო ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტს მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს.

თბილისის მერმა ბიზნესსექტორს მოუწოდა, აღნიშნული შესაძლებლობით დაინტერესდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქის საკეთილდღეოდ იმუშაონ.

„მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით, სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ იაქტიურონ ამ პროექტების განსახორციელებლად. მათ  ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადავცემთ.

აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა  თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები