კალიფორნიაში სამგზავრო ლაინერი წვიმამ წაიღო. უხვი ნალექიანობის გამო ავიაკომპანია Southwest Airline-ის სამგზავრო ლაინერი საფრენი ბილიკის მიღმა აღმოჩნდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ლაინერი ლოს-ანჯელესის აეროპორტში ეშვებოდა და ამ დროს მის ბორტზე 117 ადამიანი იმყოფებოდა.
ზედმეტად სველ ზედაპირზე დაშვებისას ხომალდი მოცურდა, თუმცა პილოტმა დროულად გაჩერება მოახერხა და საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მგზავრმა გაავრცელა და სოც-ქსელში შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა.