სამგზავრო ლაინერი საპირფარეშოში ნაპოვნი წერილის გამო ავარიულად დასვეს. შემთხვევა ავიაკომპანია United Airlines-ის რომიდან ჩიკაგოსკენ მიმავალ რეისზე მოხდა.
გამოცემა „The Irish Sun”-ის ინფორმაციით, მუქარის შემცველი შეტყობინება ერთ-ერთმა მგზავრმა იპოვა და მაშინვე ბორტის წევრებს ამცნო. ბოინგის პილოტმაც სასწრაფოდ დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო და ირლანდიის ტერიტორიაზე დაფრინდა. ბორტზე ამ დროს 214 ადამაინი იმყოფებოდა და ისინი საავიაციო უსაფრთხოების წევრებმა კიდევ ერთხელ შეამოწმეს, მოგვიანებით კი სასტუმროებში განათავსეს. შემდეგ ხომალდიც შემოწმდა და რეისი რამდენიმე საათის დაგვიანებით შესრულდა. ნაღმის არსებობა საბედნიეროდ, არ დადასტურებულა.
United #UA971 from Rome to Chicago is diverting to Shannon #radarbox https://t.co/WgyiAQD5ue pic.twitter.com/8oHMo5Q6qR
— RadarBox24 (@RadarBox24) 11 June 2018