სამგორის რაიონში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტის საფარი გამოიცვალა როგორც მთავარ, ასევე შიდა გზებზე. დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ასფალტის საფარი 122 601 კვადრატული მეტრს შეადგენს. საერთო თანხი კი 5 223 726 ლარია.
„სამგორის რაიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. 55 ქუჩაზე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, 10 ქუჩაზე მიმდინარეობს, ხოლო 7 მისამართზე დაგეგმილია გზების რეაბილიტაცია. ასევე, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გადავწყვიტოთ ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.