LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორის გამგეობის განცხადება ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე – “მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება”

115
სამგორიიი

სამგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან, მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, მოსახლეობის ევაკუაციის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი.

კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში.

ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები