სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე თბილისში გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება.
საკუთარ პოზიციას სამხარაძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ აქციაზე გასვლა შეცდომა იყო.
რამდენი ათასი ადამიანი იყო აქციაზე – შინ ევროპისკენ
“გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ!
მე არ ვიცი ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სირები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ,” – წერს კახა სამხარაძე.
ინფორმაციისთვის, სამგორის გამგებლის აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.
კახა სამხარაძემ სტატუსი, მისი განთავსებიდან, 10 საათის შემდეგ წაშალა.
დავითულიანი: აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც