LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორიდან ლილოს მიმართულებით 8 ახალი მეტროსადგური აშენდება

train

„სამგორიდან ლილოს მიმართულებით 8 ახალი მეტროსადგური აშენდება,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს მიწისზედა მეტრო მოემსახუროს.

„40 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის. უახლოეს დღეებში უკვე გამოცხადებული იქნება პროექტზე ტენდერი. წლის ბოლოს გვეცოდინება სრული ინფორმაცია, მონაცემები და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას,“ – დასძინა მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები