LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეწარმეო მარკეტს ამჯერად მესტიამ უმასპინძლა

61

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, ფესტივალის “ფუძეობა” ფარგლებში, 29 ივლისს ქ.მესტიაში სამეწარმეო მარკეტი გაიმართა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა.

გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იყო საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო, თუ სასურსათო ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, და სხვა.

ღონისძიებაზე მოეწყო სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ და შეიძინეს საქართველოში წარმოებული პროდუქცია.

30 ივლისს, ანუ დღეს კი, მესტიის გამგეობის შენობაში, 11:00 საათზე შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებსა და მოსახლეობის წარმომადგენლებთან. მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ადგილობრივმა მეწარმეებმა ამომწურავი ინფორმაციას მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები