LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან დევდარიანის კანდიდატურის მოხსნა მიზანშეწონილია – ნინო ლომჯარია

90

სახალხო დამცველი  გამოეხმაურა ქალთა მოძრაობის განცხადებას , მის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატად ზვიად დევდარიანის დასახელების შესახებ.

ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა მიზანშოწონილი განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნაზე.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლომჯარიასთვის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ ინფორმაცია კანდიდატის დასახელების შემდეგ გახდა ცნობილი.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტოს (სიდა) აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარ კანდიდატურა ქალთა მოძრაობის განცხადების შემდეგ მოხსნა.

დევდარიანი ქალთა მოძრაობის ბრალდებას პასუხობს, სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე და ამბობს, რომ თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ის მზადაა სამართლებრივი გზებით გააგრძელოს დავა.