LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში მესაქონლეობის ახალი ფერმა აშენდება

568

შპს “კოლხეთი და კომპანია” , რომელიც ამ ეტაპზე მეფრინველეობის ფერმას ფლობს, გაფართოებას იწყებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ბუკიამ განუცხადა,  მესაქონლეობის ფერმის მშენებლობა, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყება.

”გარდა იმისა, რომ ბიზნესის განვითარებას მესაქონლეობის კუთხით ვიწყებთ, ვაპირებთ მეფრინველეობის ფერმის გაფართოებასაც. ამ ეტაპზე თვიურად 4 ათასიდან 4500-მდე ფრინველს ვზრდით,  გაფართოების შემდეგ კი 12 ათას ფრთამდე ავალთ”, – აღნიშნა ბუკიამ.

მისივე ინფორმაციით, “კოლხეთი და კომპანია”   მეხორცეული ჯიშის ქათმებს ზრდის – ე.წ თეთრ ბროილერს. პროდუქციის რეალიზაცია კი ძირითადად სამეგრელოში ხორციელდება.

”იქიდან გამომდინარე, რომ მცირე რაოდენობით გვყავს ქათმები, აღმოსავლეთ საქართველოზე ჯერ ვერ გავდივართ, მხოლოდ თბილისიდან გვქონდა რამდენჯერმე შეკვეთა. ქათმებს ვყიდით ცოცხლად, თუმცა გვავქვს ჩვენი სასაკლაოც, რომელის  კეთილმოწყობის შემდეგ, უკვე პროდუქციას ხორცის სახითაც გავყიდით”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

შპს “კოლხეთი და კომპანია”   საწარმოს  ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგაში ფლობს და  აქ ამ ეტაპზე 22 ადამიანია დასაქმებული. მეფრინველეობის ფერმა პროექტის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენდა და მასში დაახლოებით 150 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები